Thursday, April 15, 2010

უძველესი ქართული წარწერები

პროექტის სახელი: უძველესი ქართული წარწერები

პროექტის მოკლე აღწერა: ტურისტული მარშრუტის შედგენა და უძველესი ქართული წარწეერების გაცნობა –გაშიფვრა.

პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეები მოიძიებენ იმ ტურისტულ ობიექტებს სადაც შემორჩენილია უძველესი ქართული წარწერები, დაგეგმავენ იქ გამგზავრებას და მოახდენენ ადგილზე მათ აღწერას , გამოიკვლევენ მათ ისტორიულ–გეოგრაფიულ მდებარეობას , ასახავენ ფოტოებზე, მოახდენენ ქართული წარწერის გაშიფვრას და გამოიკვლევენ მის მნიშვნელობას. სკოლაში მოაწყობენ პრეზენტაციას ,ფოტო გამოფენას და კონფერენციას, შექმნიან ბლოგს.

მონაწილეთა ასაკი: X-XII კლასის მოსწავლეები

ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, მასალის მოძიება ინტერნეტის მეშვეობით, ძველი ქართული ანბანის მოძიება, მოძიებული მასალის ანალიზი,საპროექტო ჯგუფების შექმნა , ხარჯებისა და დროის განსაზღვრა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები შეძლებენ გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის დამწერლობას და კულტურულ მემკვიდრეობას .

სარგებელი სხვებისთვის: გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეებს მიაწვდიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში არსებულ იმ ისტორიული ძეგლების მოკლე აღწერას სადაც შემორჩენილია უძველესი ქართული წარწერები, მოგზაურობის მარშრუტს, . ყოველივე ეს გამოიწვევს საკუთარი მხარის უკეთ გაცნობას. გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის და ენის სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას.

სამუშაო ენა : ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია
- გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიება, შედგენილი ცხრილების, რუკების, დიაგრამების სახით აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტებას
გეოგრაფია- მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას, ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას.
ლიტერატურა-შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსების, ესეების, ჩანახატების შექმნაში, მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ეკა გორგაძე  
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: ek.gorgadze@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი:ekagorgadze. blogspot




Tuesday, April 13, 2010

უძველესი ქართული წარწერები


პალესტინის ქართული წარწერები, იტალიელი არქეოლოგის ვიჯილიო კორბოს მიერ იუდას უდაბნოში 1952 წელს აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერები. მიჩნეულია უძველესად დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის (გიორგი წერეთელი). შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე. დაწერილობა ასომთავრულია. წარწერა სამია, ამათგან ერთი მოღწეულია დაუზიანებლად, დანარჩენი ორი — ფრაგმენტების სახით. პირველი წარწერა თარიღდება VI საუკუნით, კერძოდ 532—552 წლებს შორის, მეორე და მესამე წარწერა შესრულებულია გაცილებით ადრე: წარწერაში მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაციის და პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით V საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ, ე. ი. ეს წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის სიონის ცნობილ წარწერას. პალესტინის ქართული წარწერებს იკვლევდნენ მ. თარხნიშვილი და გ. წერეთელი.