Tuesday, April 13, 2010
უძველესი ქართული წარწერები
პალესტინის ქართული წარწერები, იტალიელი არქეოლოგის ვიჯილიო კორბოს მიერ იუდას უდაბნოში 1952 წელს აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერები. მიჩნეულია უძველესად დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის (გიორგი წერეთელი). შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე. დაწერილობა ასომთავრულია. წარწერა სამია, ამათგან ერთი მოღწეულია დაუზიანებლად, დანარჩენი ორი — ფრაგმენტების სახით. პირველი წარწერა თარიღდება VI საუკუნით, კერძოდ 532—552 წლებს შორის, მეორე და მესამე წარწერა შესრულებულია გაცილებით ადრე: წარწერაში მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაციის და პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით V საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ, ე. ი. ეს წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის სიონის ცნობილ წარწერას. პალესტინის ქართული წარწერებს იკვლევდნენ მ. თარხნიშვილი და გ. წერეთელი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment